პარლამენტის ექს სპიკერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, მას ყოფილი ძალოვანი მინისტრის განცხადება არ უნახავს.
„ნებისმიერი ადამიანის მზადყოფნა, რომ კითხვებს პასუხი გასცეს მხოლოდ კარგი და მისაღებია. არსად არ წავსულვარ და მზად ვარ ჩემს გარშემო არსებულ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო“, - განაცხადა ბაქრაძემ.