ნოდარ ხადური უმცირესობას ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირას გააცნობს

ნოდარ ხადური უმცირესობას ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირას გააცნობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის პროგნოზით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში, ოპოზიციას ბევრი კითხვა ექნება.

როგორც ჟურნალისტებს ექს სპიკერმა განუცხადა, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენის ვადებიდან გამომდინარე, შესაძლოა ახალ მთავრობას  ბევრი რამის შეცვლა მოუწიოს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, უმცირესობის სხდომა გაიმართება, სადაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრებს.

„ბუნებრივია, ბევრი კითხვა გვექნება და ბიუჯეტზე შინაარსობრივი პასუხი მოგვიანებით გვექნება. საზოგადოებამ მკაფიო წარმოდგენა უნდა მიიღოს - საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულება, თუ რა ვადებში დასრულდება. ბიუჯეტის განხილვისას, კონსტრუქციულები ვიქნებით და საკითხის საინტერესო განხილვა გველის“, - დასძინა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს დღეს წარედგინა და ამ დრომდე, დეპუტატებმა ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ იციან.