გერმანელების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება

გერმანელების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება

გერმანიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, მოქალაქეებისთვის სოციალური გარანტიებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. რვასაათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ გერმანელებისთვის აიწევა პენსიების მინიმალური ზღვარი, მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარ შვილებს სახლში ზრდიან, კომპენსაციები დაწესდება, ექიმთან ვიზიტი უფასო გახდება და ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეფორმის რეალიზაცია დაიწყება.

"ჩვენ გვსურთ გავუუმჯობესოთ ცხოვრების პირობები მათ, ვისაც დაბალი შემოსავლები გააჩნიათ, ვისაც სრული გრაფიკით მუშაობა არ შეუძლია და მათ, ვინც მთელ თავის დროს ბავშვების და მოხუცების მოვლას უთმობს", -განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა გერმან გროხემ .

მაგალითად , მომავალი წლის 1 აგვისტოდან, მშობლები ვინც ბავშვს სახლში ზრდიან, ყოველთვიურად 100 ევროს დახმარებას მიღებან , მანამ ბავშვი 2 წლის გახდება. პენსიონერებს, რომლებსაც მუშაობის 40 წლის სტაჟი აქვთ და 688 ევროზე ნაკლებ პენსიას იღებენ, გაეზრდებათ პენსია. 1 იანვრიდან გერმანელები , ყოველკვარტალურ გადასახადს-10 ევროს ექიმის ვიზიტისთვის აღარ გადაიხდიან.

ფედერალური არჩევნები გერმანიაში 2013 წლის სექტემბერშია დანიშნული.