საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით ქობულეთში მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. ადგილობრივები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი შავი ზღვის ზოლში არსებული ტერიტორიების უკანონო გაყიდვას აპროტესტებენ.
მათ ქობულეთის საკრებულოს წევრი თენგიზ მეგრელიძე გამოეხმაურა.
თენგიზ მეგრელიძის განცხადებით, მიწების პრივატიზება კანონის დაცვით მიმდინარეობდა.
რაც შეეხება საკრებულოს გადადგომის შესახებ მოთხოვნას, მეგრელიძის თქმით, საკრებულოს შემადგენლობა კანონის მიხედვით 2 წელიწადში ერთხელ შეიცვლება.
აქციის მონაწილეები კი საკრებულოს გადადგომას დაჟინებით მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ამ საკრებულოს ბევრი შავ-ბნელი საქმეები აქვს გაკეთებული.
„ჩვენი აქციის მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საკრებულო, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილი, რომელიც შექმნა ბატონმა მიშა სააკაშვილმა და ბატონმა ლევან ვარშალომიძემ. ამ საკრებულოს ბევრი შავ-ბნელი საქმეები აქვს გაკეთებული“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.