პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიებას არავინ უნდა გაექცეს.
როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის ექს მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით, ძიძიგურმა განუცხადა, 2 ოქტომბრის შემდეგ, განსაკუთრებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ძალიან ბევრ მასალას ანადგურებდნენ.
„ამის მიუხედავად, ნებისმიერი უკანონობის დასამტკიცებლად შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტი და მამხილებელი დოკუმენტი წარმოჩინდეს, რომელსაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ერთგვარად რიხიანი განცხადებები იმ იმედს უკავშირდება, რომ საქმეები შეიძლება იყოს მიმალული და სათანადო პასუხი ამა თუ იმ ჩინოვნიკს ვერ მოიკითხოს, მაგრამ გამოძიებას არავინ უნდა გაექცეს და ვინც თანამდებობაზეა უნდა იცოდნენ, რომ პოსტი არ არის ნეტარება, არამედ სერიოზული პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ძიძიგურმა.