პარლამენტში ახალი ფრაქცია - „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი იქნება.
ფრაქციამ რეგისტრაცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიარა, რის შემდეგადაც ოფიციალურად შეიქმნა.
ახალი ფრაქციის წევრები არიან - გიორგი გოზალიშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი და სერგო ხაბულიანი.
პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა აპარატს მოუწოდა ბიუროს მომავალ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე მოიწვიოს.