საცხენოსნო სპორტის ყოფილი ჩემპიონი, ახალგაზრდა და თამამი სუპერმოდელი ქეით აპტონი იტალიური Vogue -ს ნოემბრის ნომრისთვის სპეციალურ ფოტოსესიაში გადაიღეს.
მომხიბვლელი ქერა ლამაზმანი, მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა აპოზიორა. მოდელმა „სასურველი ქალის“ იმიჯი მოირგო და ფოტოებიც ჩანაფიქრისამებრ „ცხელი“ და „მიმზიდველი“ გამოვიდა.
ქეითი ნოემბერში, არა მხოლოდ იტალიური, არამედ ამერიკული Vogue-ს ფურცლებზეც გამოჩნდება. ამერიკული Vogue-სთვის მეილზმა ის, ფოტოსესიაში „The New Girl“ გადაიღო.
„სილამაზე აუცილებელი არაა , მთავარია განსხვავებული და სრულყოფილი იყო, ახლებურად დაინახო და წარმოაჩინო ის, რაც ყველამ შეიძლება ჩვეულებრივ წარმოადგინოს. აი, სულ ეს არის რასაც მოდის სამყარო მოდელისგან მოითხოვს და რაც მსოფლიო მოდას სჭირდება“-ამბობს ქეითი.