საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვარაუდს გამოთქვამს, რომ თავდაცვის ექს მინისტრ ბაჩო ახალიასთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს კითხვები ექნებათ.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საზოგადოებას ბაჩო ახალაიას მიმართ ბევრი კითხვა აქვს და ალბათ, მის მიმართ კითხვები სამართალდამცავებსაც ექნებათ.
„მასთან დაკავშირებით, კითხვები იმ ფაქტებიდან გამომდინარე არსებობს, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება და ეს საქმეები საკმაოდ დაგროვდა. თუ ის მზად არის, რომ კითხვებს პასუხები გასცეს, პროცედურა კანონის დაცვის განხორციელდება. ხელშეუხებელი არავინ არის, თუ ვინმე კანონს არღვევდა და ან არღვევს სისხლის სამარათლებრივი საკითხები კანონის სრული დაცვით წარიმართება“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.