საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით საგანელიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომ დროებით და საგამოძიებო კომისიების ხელმძღვანელებად უმცირესობის წარმომადგენლები დაინიშნონ სასაცილოა.
როგორც ჟურნალისტებს საგანელიძემ განუცხადა, უმცირესობის მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ კაზუსია.
„კომისიებში უმცირესობა იმისთვის არის წარმოდგენილი, რომ ხელისუფლების საქმიანობა შეისწავლოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საინტერესო სიტუაციაა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მოქმედებებს შეისწავლის? ანუ, გუშინდელი ხელისუფლება წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ საქმეებს შეისწავლის? ეს კაზუსია და სასაცილო ფაქტია. ამიტომ, იმას ამოფარება, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კომისიის ხელმძღვანელი მიუღებელია“, განაცხადა საგანელიძემ.
დეპუტატი ვერ აკონკრეტებს იმას, საგამოძიებო კომისია თუ როდის შეიქმნება, რომელსაც დეპუტატი თინა ხიდშელი უხელმძღვანელებს.