ბრიტანელმა მხატვარმა ჯო ბლეკმა პლასტმასის 9.000.000 ჯარისკაცისგან მაო ძედუნის, ენდი უორჰოლის მეირ დახატული პორტრეტის ასლი შექმნა.
„შეიარაღებული ჯარისკაცების მობილიზებული არმია“, 7 კვადრატული მეტრის ფართობზე ისე განლაგდა, რომ თითოეული მათგანი ნახატის ცენტრისაკენ, -ძედუნის ცხვირისაკენ იყურება. ავტორის აზრით, ეს პატარა ჩანაფიქრი, სიმბოლურად განასახიერებს ჩინელი ლიდერის მიმართ, მისი მიმდევრების ერთგულებას.
ლოდნოდის Opera Gallery-ს დირექტორის თქმით, ავტორმა ნამუშევრის შექმნას 5 თვიანი მძიმე შრომა მოანდომა, ამბობს ლოდნოდის Opera Gallery-ს დირექტორი, რომელიც შემდეგ კვირაში ამ ინსტალაციას გალერეაში გამოფენს. ეს ნამუშევარი სპეციალურად შეიქმნა პროექტისთვის Urban Masters, რომლის ორგანიზატორებმა ქუჩის 30 მხატვარს შესთავაზეს XX საუკუნის ცნობილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ნამუშევრები შეექმნათ. ამ პროექტისთვის, ჯო ბლეკმა პოპ-არტის ამერიკელი ფუძემდებელი ენდი უორჰოლი აირჩია.
ენდი უორჰოლმა მაო ძედუნის პორტრეტი 1972 წელს შექმნა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩინეთს ეწვია . მაშინ ამ ვიზიტმა მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამ დღესთან დაკავშირებით შექმნა ენდი უორჰოლმაც მაო ძედუნის პორტრეტების სერია. მისი აზრით, მაო ძედუნი, როგორც დასავლეთის სხვა ცნობილი მოღვაწეები მთელ ეპოქას წარმოადგენდნენ. კოლექციონერებში ეს პორტრეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.