პარლამენტში ნიგვზიანში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ

პარლამენტში ნიგვზიანში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ

 ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგზვიანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ამ წუთებში, პარლამენტში რამდენიმე დეპუტატსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

 შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

 როგორც შეხვედრაზეპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა,  ეკა ბესელიამ განაცხადა, მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის არსებული დაპირისპირება დიალოგის რეჟიმში უნდა მოგვარდეს.

 მისი თქმით, ის რამდენიმე დღის წინ, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და მისი ლოცვა-კურთხევით მხარეებს შორის საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, რომელსაც მეუფე იაკო და მეუფე იოსები დაესწრნენ.