სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) შემფასებელთა მისია ეწვია.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის 2010 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგები.
სამუშაო შეხვედრები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ფინანსური აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ადამიანური რესურსების მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შიდა და გარე კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები.
შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) შემფასებელთა მისიის ვიზიტი აუდიტის სამსახურში 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.