სილვია დეის ეროტიული რომანი წლის რეკორდსმენი გახდა

სილვია დეის ეროტიული რომანი წლის რეკორდსმენი გახდა

იაპონელ-ამერიკელი მწერლის სილვია დეის  ეროტიული რომანი „Reflected in You” წლის ბესტსელერად იქცა. მან მოხსნა ე.ლ ჯეიმსის ტრილოგიიის პირველი ნაწილის „Fifty Sgades of grey”-ს რეკორდი, რომელიც აქამდე ბრიტანეთში ყველაზე დიდი ტირაჟით გაყიდულ წიგნად ითვლებოდა. როგორც,The Independent-ი იუწყება დიდ ბრიტანეთში,  6 დღის განმავლობაში „Reflected in You” -ს 82 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

რომანი „Reflected in You” დეის ტრილოგიის ბოლო ნაწილია  და  ლამაზი ევა ტრემბელისა და მილიარდელი რიდეონ კროსის რომანტიული ურთიერთობების ისტორიას მოგვითხრობს. როგორც გამომცემლები აღნიშნავენ, დეის წიგნები გამოირჩევა სექსუალური სცენების თამამი აღწერებით. წიგნი აშშ-ში ოქტომბრის თვეში გამოიცა და მალევე შევიდა ტოპ-გაყიდვების ათეულში. წარატებით სარგებლობს რომანის, როგორც ბეჭდური ასევე, ელექტრონული ვერსიაც. გამოსვლის პირველ კვირას ამერიკაში „Reflected in You” -ს  286  ციფრული ვერსია გაიყიდა.

ბრიტანელი მწერლის ე.ლ ჯეიმსის, ასევე ეროტიული ტრილოგიიის პირველი ნაწილი „Fifty Sgades of grey” 1998 წელს გამოვიდა და დღემდე  მისი  - 5,3 მილიონი ასლია გაყიდული. ეს წიგნი 37 ენაზე ითარგმნა.