გაერომ ახალი მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ის ქალაქებია შესული, რომლებიც გადაშენების გზაზე დგანან. მათ რიცხვში ერევანიც მოხვდა, მან ჩამონათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.
ექსპერტთა დასკვნების მიხედვით, სომხეთში შობადობის პროცენტი ყოველწლიურად იკლებს, ამას ემატება დიდი მიგრაციაც, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.
2011 წლის მონაცემების მიხედვით, ერევანში ბოლო 10 წლის მანძილზე შობადობა 3,9 %-ით შემცირდა, ქვეყნის მოსახლეობა კი 6,04 %-ით.
დღეისთვის ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა სომხეთის 63,3 %-ს შეადგენს, საიდანაც 55,5%-ი მარტო ერევანზე მოდის.
შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ქვეყანაში შობადობა მცირდება, მიგრაცია კი იზრდება. იმისათვის, რომ ერი განვითარდეს, ოჯახზე 2,11 ბავშვი მაინც უნდა მოდიოდეს, სომხეთში კი ბოლო 10 წლის მანძილზე ის 1,55%-ს შეადგენს.
გაეროს State of the World's Cities-ის მოხსენებაში 28 ქალაქი მოხვდა. აქედან 18 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებია რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან