მურმან დუმბაძე: საქართველოში პროზელიტიზმის გამოვლენას არ დავუშვებთ

მურმან დუმბაძე: საქართველოში პროზელიტიზმის გამოვლენას არ დავუშვებთ

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის მართმდიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას მოუწოდებს ხელოვნურ პროვოკაციებს არ წამოეგონ.

 როგორც from.ge-ს დუმბაძემ განუცხადა, მხარეებს შორის ვითარება ხელოვნურად დაიძაბა და სოფელში დაპირისპირებას ხელს, ძველი ხელისუფლება უწყობს. 

  მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ქვეყანაში პროზელიტიზმის გამოვლენას არ დაუშვებს, რადგან ამას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

  „დაძაბულობა, რომ ხელოვნურია ეს აშკარად ჩანს, რადგან ეს პრობლემა  ზემო მთიან აჭარაშიც იყო.  საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვისაც უნდა ლოცვა ილოცებს და მას ამაში ხელს არავინ უშლის. თუმცა, ამავე დროს,  ნებისმიერ ადამიანს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება მოუწევს.  სიტუაციის დარეგულირების ერთდარეთი წამალი მოლაპარაკებები და სიყვარულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, უახლოეს დღეებში ამოიწურება. მხარეებს მოვუწოდებ ხელოვნურ პროვოკაციებს არ წამოეგონ.  პროზელიტიზმის გამოვლენას კი, არ დავუშვებთ“, - დასძინა მან.

  ამასთან, დუმბაძე ნიგვზიანში მეჩეთის შესაძლო აშენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

  შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღეა სოფელ ნიგვზიანის მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაძაბულობაა. დაპირისპირების მიზეზი კი, მუსლიმი მოსახლეობის მიერ სახლში მოწყობილი სამლოცველოა, რომლის ფუნქციონირებასაც მართლმადიდებელი მოსახლეობა აპროტესტებს.

  საკითხზე, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმსჯელებენ.