დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი დუბაიში ჩაფრინდა, სადაც ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სამხედრო და სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე გამართავს შეხვედრებს.
კემერონთან ერთად ვიზიტებს ბრიტანეთის თავდაცვის მინსიტრი ფილიპ ჰამონდიც გამართავს. გაერთიანებული ემირატების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საუდიის არაბეთს ეწვევა.
ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ არაბეთის ქვეყნებში ის შეძლებს ხელშეკრულება გააფორმოს რაკეტის Typhoon-ის გაყიდვის შესახებ. ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ საუდიის არაბეთსა და ემირატებში 100-ზე მეტი Typhoon-ს გაყიდის.
სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც გააჩნიათ შეკითხვები ბრიტანეთის პრემიერმინისტთან. შეხვედრებზე აუცილებლად დაისმება საკითხი, არჩევს თუ არა ბრიტანეთი „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ არაბულ ქვეყნებში მოსულ ხელისუფალთაგან ვინ არის ჭეშმარიტი დემოკრატი და ვინ რადიკალური ისლამიზმის მონარქიის მიმდევარი.