თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დღეს 5 ნოემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება ქართველი პოლიტიკოსისა და ეკონომიკის ექსპერტის გიორგი მაისაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან.
დასწრება თავისუფალია.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს და ეკონომიკის ექსპერტს გიორგი მაისაშვილს ხელისუფლებამ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შესთავაზა.
თსუ-ის რექტორის თანამდებობა არჩევითია და ალექსანდრე კვიტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2 წელიწადში ეწურება.