ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის პარალელურად, ორი კანონპროექტის ინიცირება მოხდება.
From.ge-ს ინფორმაციით, ცვლილებები შედის “საარჩევნო კოდექსსა” და რეგლამენტში, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები – ვახტანგ ხმალაძე, დავით ბერძენიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი არიან.
კანონებში თუ რა ტიპის ცვლილებები შედის, ეს ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც 15:00 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ დრომდე, მხოლოდ ერთი კანონ პროექტია ინიცირებული, რომლის ავტორიც ოპოზიციაა. უმცირესობა მოითხოვს-საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარის პოსტები ოპოზიციონერებმა დაიკავონ.