მიუხედავად იმისა, რომ ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ჩაცმულობა ბევრჯერ მოხვედრილა მოდის კრიტიკოსების ქარცეცხლში, ის მუდამ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასულ კვირას, ჟურნალმა „Harper's Bazaar“ დიდი ბრიტანეთის პრინცესა, „მოდის დედოფლადაც“ აღიარა.
29 წლის მიდლტონმა რეიტინგში ბრიტანეთის მსოფლიო მოდის ლიდერები ჩამოიტოვა. მათ შორის, სუპერმოდელი ქეით მოსი და ტელეწამყვანი ალექსა ჩანგი.
როგორც ჩანს, ბრიტანელებს, ქეითის არა მარტო ჩაცმულობა, არამედ ვარცხნილობაც ძალიან მოსწონთ. მოდის სააგენტო Fabriah -ის გამოკითხვებით ბრიტანელი ქალბატონების უმეტესობას, ისეთივე ბუნებრივი და გრძელი თმები სურთ, როგორიც ჰერცოგინია აქვს. გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ბრიტანელ ქალბატონებს მოკლე თმები საერთოდ არ მოსწონთ, ისინი პირდაპირ აღიარებენ, რომ შურთ იმ ქალების ვისაც გრძელი თმები აქვთ და ნებისმიერი ელეგანტური ვარცხნილობის გაკეთება შეუძლიათ.
ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ყავისფერი, მხრებზე ჩამოყრილი თმები, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უბრალოა და უფრო მეტიც, ძველმოდურიც კი, ჩანს ბევრი ბრიტანელი ქალბატონის საოცნებო ვარცხნილობაა.
Fabriah -ის გამოკითხვებით რეიტინგის სამეულში მოდელი ჯერი ჰოლი და მომღერალი შერილ კოული შევიდნენ, შემდეგ პოზიციებს იკავებენ: კელი ბრუკი, ვიქტორია ბექჰემი, ადელი და მიშელ ობამა.