54 წლის, ნიუ-იორკელ ქალბატონს მარლა ლოპესს მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ გაუსინჯავს, არანაირი ხილი და ბოსტნეული. მისი ყოველდღიური კვების რაციონი ძირითადად სამი პროდუქტისაგან შედგება, ესაა კარტოფილის ჩიფსები, თეთრი პური და რძე.
ტელეგადაცემაში „Good Morning America“ მარლა ჰყვება, რომ ბევრისთვის საყვარელი კერძები, მაგალითად, სპაგეტი, ომლეტი ან ჰამბურგერი, მისთვის აუტანელი და მახინჯი ჩანს. ხილს და ბოსტნეულს მარლა, საკვებად საერთოდ არ მიიჩნევს. მრავალფეროვნებისთვის, ზოგჯერ ვანილის ნაყინს მიირთმევს, ამზადებს ბლინებსა და კარტოფილის ფრის. მიუხედავად ასეთი არაჯანსაღი კვებისა მარლა თავს მშვენივრად გრძნობს და ჭარბ წონასაც არ უჩივის.