ამერიკელმა მეცნიერებმა თავის ტვინის სკანირების შედეგად მსფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანს მიაკვლიეს. ამერიკელი მკვლევარების აზრით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ინდოელი ბუდისტი მათიე რიკარდია.
66 წლის ბერი საფრანგეთში დაიბადა. ბუდიზმი 40 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ დასავლეთში ცნობილი გახდა, როგორც ღვთისმეტყველი და დალაი ლამას მიმდევარი.
გამოკვლევებში მედიტაციით დაკავებული, სხვადასხვა, ასაკისა და პროფესიის ათასობით მოხალისე ჩაერთო. ამერიკელმა ნევროლოგმა რიჩარდ დევიდსონმა რიკარდოს თავის ტვინის დაკვირვებებში ტალღების განსაკუთრებული გამა აღმოაჩინა, გარდა ამისა, მას ჰქონდა მტკიცედ გამომუშავებული თვისება ნეგატიური აზრებისგან შეკავებლობისა.
გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ პერიოდული მედიტაცია, ადამიანზე უჩვეულოდ დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს. მედიტაციით დიდი ხნით დაკავება კი, დადებით განწყობაზე პირდაპირ მოქმედებს.