დღეს პარლამენტში  2013 წლის ბიუჯეტი შევა

დღეს პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტი შევა

პარლამენტში დღეს 2013 წლის ბიუჯეტი უნდა შევიდეს. როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსები, რათა „ქართული ოცნების“  ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, არ იგეგმება კადრების მნიშვნელოვანი შემცირება და დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელთა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება „სხვა ხარჯები“.

ხადურის თქმით, აქამდე „სხვა ხარჯები“  მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს მუხლი.

ამასთან,  ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია.