საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის საქართველოს საკუთრებაშია.
აღნიშნულის შესახებ, კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთის ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულებებში გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები რამდენად გათვალისწინებულია.
„მინდა, ჩვენი სამინისტრო იყოს გამჭვირვალე. ეს ყველაფერი იყოს საჯარო. რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს ენგურჰესი გაიყიდა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა, გითხრათ, რომ იყო რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია და ენგრუჰესი საქართველოს საკუთრებაშია“,- განაცხადა კალაძემ.