ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.

შსს-ს ცნობით, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია - ინტერპოლის ასამბლეა 5-8 ნოემბერს ქალაქ რომში გაიმართება.

ასამბლეა ინტერპოლის მინისტერიალით გაიხსნება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგასთან ერთად დაესწრება.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა პოლიციის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს შეეხება, როგორიც ორგანიზებული დანაშაულია.

ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორისაა ასევე, კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ინტერპოლის წევრი 190 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლები: შინაგან საქმეთა მინისტრები, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები.