ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ცენტრი მოინახულა

ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ცენტრი მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ცენტრი მოინახულა.

მინისტრი ცენტრის თანამშრომლებს გაეცნო.ასევე  დაათვალიერა სპეციალური ოპერაციების ცენტრის ინფრასტრუქტურა, დაესწრო ყოველდღიურ ვარჯიშებს სასროლეთზე და განიხილა ცენტრის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.

მინისტრის განცხადებით, ის კმაყოფილია ცენტრში დღეს არსებული მდგომარეობით და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი წვრთნები ჩატარდეს და განვითარდეს სპეციალური ოპერაციების ძალები.

შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში სხვა დანაყოფების მონახულებას და თანამშრომლების პირადად გაცნობას გეგმავს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თითოეული თანამშრომლის დაცულობის, მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნის და შეუფერხებელი წარმატებული მუშაობის გარანტი თავად იქნება.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცენტრში უკეთესი პირობები შეიქმნას და კიდევ უფრო მეტი წვრთნა ჩატარდეს, განვითარდეს სპეციალური ოპერაციების ძალები.თითოეული თანამშრომლის დაცულობის, მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნის და შეუფერხებელი წარმატებული მუშაობის გარანტი თავად ვიქნები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.