გიორგი თევზაძე: გლდანის, რუსთავის, ქუთაისის, ქსნის   დაწესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

გიორგი თევზაძე: გლდანის, რუსთავის, ქუთაისის, ქსნის დაწესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

უფლებადამცველის და ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრის, გიორგი თევზაძის განცხადებით,  რუსთავის, ქუთაისის და ქსნის დაწესებულების პატიმრები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დახმარებას ითხოვენ.

„გლდანის საპყრობილიდან პატიმრებმა გამომატანეს განცხადება, სადაც წერია იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ , რაზეც რეაგირება აუცილებელია და  ამას ჩვენ აუცილებლად გადავცემთ შესაბამის ორგანოებს.

რუსთავის #16 დაწესებულებაში ამჟამად შიმშილობს  მძიმედ დაავადებული 11 პატიმარი, რომლებიც მკურნალობას  და აგრეთვე სასჯელების გადავადებას მოითხოვენ, მე თვითონ გავესაუბრე ამ ავადმყოფებს, ისინი არა მარტო შიდსით არიან დაავადებულნი,არამედ აწუხებთ სხვა დაავადებებიც.

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 27 ოქტომბრიდან ასევე შიმშილობს 7 პატიმარი, ისინიც  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვენ ციხის  რეჟიმის შეცვლას.

ქსნის დაწესებულების პატიმრებიც ითხოვენ იმ საკვების -თაფლის, ნიორის, ხილის შეტანას დაწესებულებაში,რაც აქამდე აკრძალული გახლდათ და  რაც მათი დაავადებული ორგანიზმისთვის აუცილებელია“,-განაცხადა თევზაძემ From.ge-სთან საუბრისას..