მოსკოვში ახალი წიგნი „ტრაგედიის კოდი: 08.08.08“ გამოვიდა, რომელიც იმ დანაშაულებრივ ფაქტებზე დაყრდნობით დაიწერა, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს და რომელშიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დანაშაულებრივი ქმედებებია აღწერილი რუსი მშვიდობისმყოფელების , ოსი და აფხაზი მოსახლეობის წინააღმდეგ.
რუსეთის ფედერაციის საგამძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, წიგნში ასევე შესულია ფაქტობრივი მასალა და სურათები, რომლებიც საგამოძიებო კომიტეტის თანამრომლებამ რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად მოიპოვეს.
წიგნი რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზეა გამოცემული.
საქართველოს მხრიდან აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის მსხვერპლი 1500-ზე მეტის სამხრეთ ოსეთის მცხოვრები გახდა , რუსეთის საგამოძიებო პროკურატურამ ოფიციალურად 162 ადამიანის სიკვდილი სცნო, კონფლიქტის დროს ასევე დაიღუპა 67 რუსი მშვიდობისმოყვარე.