თურქული გამოცემის Hurriyet -ის ინფორმაციით, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის თურგუთ ოზალის სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა მოწამვლა გამხდარიყო. თურქმა ექსპერტებმა გამოკვლევის შედეგის პირველადი მონაცემები გაახმოვანეს. ექს-პრეზიდენტის გვამის ექსჰუმაცია 2 ოქტომბერს ჩატარდა, შემდეგ იგი შესწავლისთვის, პათალოგანატომებს გადაეცათ.
ექსპერტები უახლოეს მომავალში პრესკონფერენციას გამართავენ და მიღებულ შედეგებს გამოაცხადებენ.
თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი 1993 წლის 17 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზად, ინფარქტი დასახელდა . ქურთი სეპარატისტები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ოზალი თურქეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს, რადგამ მან ჩუმად შეძლო ქურთებთან მოლაპარაკება და მრავალწლიანი კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზეც შეთანხმდნენ. ოზალი სწორედ მისი სიკვდილის დღეს აპირებდა შეთანხმების სახალხოდ გამჟღავნებას.
ქურთი სეპარატისტების რამდენიმე განცხადების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის ქვრივმა სასწრაფოდ მოითხოვა ოზალის გვამის ექსჰუმაცია .
თურგუთ ოზალი ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად ითვლება. მისი მმართველობის პერიოდში თურქეთის ეკონომიკა სწრაფად და მნიშვნელოვნად გაიზარდა, თურქეთმა კი რეგიონის ლიდერობაზე პრეტენზია ღიად განაცხადა.