იერუსალიმის აღდგომის ტაძარი შესაძლოა დაიკეტოს

იერუსალიმის აღდგომის ტაძარი შესაძლოა დაიკეტოს

Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ქრისტიანთა ერთ-ერთ უწმინდეს ადგილს-აღდგომის ტაძარს, სადაც იესო ქრისტეს საფლავი მდებარეობს, შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო, დახურვა დაემუქროს.

საბერძნეთის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს, რომელიც ტაძრის მეპატრონეა, ანგარიშები გაუყინეს, რადგან მას კორპორაცია „გიოხნისთვის“ 2,3 მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა. საქმე იმაშია, რომ კორპორაცია წყლის გადასახადის გადახდას ითხოვს ტაძრისგან.

საპატრიარქო უარს აცხადებს გადასახადის გადახდაზე. მათი განცხადებით, მათ არასოდეს, არც ჯვაროსნების, არც არაბების, არც ოსმანეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში და არც მას შემდეგ, ტრადიცისამებრ, ტაძარი წყლისთვის ფულს არ იხდის.

მას შემდეგ, რაც წყალმომარაგება კერძო კორპორაციას გადაეცა, მისმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ტრადიციებზე მაღლა დამდგარიყო. საბერძნეთის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ანგარიშები სასამართლომ გაუყინა. პატრიარქ თეოფილე  III-ს განცხადებით,  ფინანსური პრობლემების გამო, ის იძულებული გახდება ტაძარი დაკეტოს.