მარსმავალმა curiosity-მ დედამიწელებს იმედი გაუცრუა-უკანასკნელი მონაცემებით დადგინდა, რომ წითელ პლანეტაზე მეთანი არ არის. მეთანი კი სწორედ იმ გაზის შემადგენლობაშია, რომელსაც ცოცხალი არსებები გამოყოფენ. ამ გამოკვლევების შედეგად ჩანს, რომ მარსზე ცოცხალი არსებები არ არიან.
აქამდე არსებული კვლევის შედეგები ადასტურებდა, რომ მარსზე, მცირე, მაგრამ მეტანის რაღაც რაოდენობა მაინც ფიქსირდება, თუმცა curiosity-მა ეს ვარაუდები გააბათილა.
NASA იმედს მაინც არ კარგავს და კვლევების გავრცელებაზე ფიქრობს. მარსმავალს ჰაერის კიდევ ერთი დოზის აღება მოუწევს გამოკვლევებისთვის, აგრეთვე გრუნტისაც, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცენ შედარებით ზუსტად განსაზღვრონ, არის თუ არა მარსზე წყალიც.
Curiosity მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვა, მის გამოშვებაზე კი 2 მილიარდ ნახევარი დოლარი დაიხარჯა.