ანჯელინა ჯოლის დამკრძალავი ბიუროს დირექტორობა სურდა

ანჯელინა ჯოლის დამკრძალავი ბიუროს დირექტორობა სურდა

ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანი, ანჯელინა ჯოლი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ  ოდესღაც სურდა დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო.

„შეიძლება ეს უცნაურ ახირებად მოგეჩვენოთ, მაგრამ  სურვილი მართლა მქონდა. გავლენა ბაბუაჩემის გარდაცვალებამ მოახდინა, იმ დროს ძალიან გულნატკენი და დამწუხრებული ვიყავი.  ოჯახის ნებისმიერი წევრის გარდაცვალება დიდი განსაცდელია, რომელსაც რთულია გაუმკლავდე, ალბათ ამან განაპირობა,  ჩემი ეს ფიქრები. მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო.“-იხსენებს ანჯელინა

 აქვე გეტყვით, რომ ანჯელინა ჯოლი ითამაშებს სკოტ სტეინდროფის ახალ ფილმში, რომელიც ცნობილი რომანის ეკრანიზაცია იქნება. ჰოლივუდის მსახიობი, და მიხეილ ბულგაკოვის რუსული რომანის „ოსტატი და მარგარიტას“  მთავარი  გახდება და ამ როლს ჯონი დეპთან ერთად  შეასრულებს. აქამდე  საუბარი იყო იმაზე, მთავარი როლები ნატალი პორტმანსა და ბრედლი კუპერს უნდა შეესრულებინა. თუმცა პროდიუსერებმა, რამდენიმე დღის წინ,  ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარჰყვეს.

ბულგაკოვის ამ რომანის  ეკრანიზაციის უფლება სკოტ სტეინდორფმა ავტორის შთამომავლისგან შეიძინა. ბულგაკოვის მემკვიდრე სეგეი შილოვსკი აღნიშნავს, რომ მას რომანის პირვანდელი ეკრანიზაცია არ მოსწონს და მოხარულია, რომ ეს რომანი ამჟამად არა მხოლოდ კარგი რეჟისორის არამედ კარგი მწარმოებლების ხელში მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, კომპანია „Stone Village“ ამ პროექტზე 100 მილიონ დოლარს დახარჯავს.

ეს საიდუმლოებით მოცული ისტორია პირველად ეკრანზე 1971 წელს რეჟისორმა ანჟეი ვაიდამ გადაიღო. ამის შემდეგ, რომანის ეკრანიზაცია კიდევ ხუთჯერ განხორციელდა.