კუნძულ ჰაიტზე ქარიშხალ „სენდის“ შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო მონაცემების მიხედვით, კუნძულზე სტიქიის შედეგად დაღუპულია 54 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩენილია 20 000 ადამიანი, მილიონი ადამიანი კი საკვების ნაკლებობას განიცდის.
კუნძულ ჰაიტის მთავრობა ქარიშხალ „სენდის“ ლიკვიდირებისთვის მსოფლიოს ფინანსურ დახმარებას სთხოვს. ჰაიტის პრემიერის ლორან ლამოტას განცხადებით, ეროვნული ბიუჯეტი ჰაიტელებს ამის საშუალებას არ აძლევს.
ჰაიტელებს არც საკვები არ ჰყოფნით, დარჩენილ პროდუქტზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
„ერთი ჭიქა ბრინჯის ფასმა 4 დოლარამდე აიწია, ადრე ის 2,5 დოლარი ღირდა. ჩვენ ვერ ვახერხებთ უახლოეს ქალაქ ლასტერამდე ჩაღწევას, რათ შევძლოთ ბრინჯის ყიდვა. ჩვენ ვლოცულობ, იქნებ დაგვეხმარონ და ფასებმა დაიწიოს. ქვეყანა 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვირს შედეგებიდან ვერ გამოსულა და ახლა კიდევ ეს ქარიშხალი“,- აცხადებენ კუნძულის მცხოვრებლები.