ქარიშხალმა „სენდიმ“ ნიუ-იორკის მარათონი ჩაშალა

ქარიშხალმა „სენდიმ“ ნიუ-იორკის მარათონი ჩაშალა

ქარიშხალმა „სენდიმ“ ხელი შეუშალა ნიუ-იორკში მარათონის ჩატარებას, რომელიც 42 წელია, ნიუ-იორკში ყოველწლიურად ტარდება.

მარათონის გადადების შესახებ განცხადება ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გააკეთა.

მარათონი კვირა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ნიუ-იორკელებმა  მას „ჭირის დროს ჩატარებული ლხინი“ უწოდეს და ბლუმბერგიც იძულებული გახდა, გადაეფიქრებინა.

„მარათონის ჩატარების შესახებ, ერთსულოვნება არ იყო, მას ჭირგამოვლილი ადამიანები უნდა გაეერთიანებინა, მან კი ისინი დაყო. ჩვენ მისი ჩატარება არ შეგვიძლია“,-განაცხადა ბლუმბერგის მოადგილემ ჰოვარდ ვილფსონმა.

მარათონის გადადებამ გაკვირვება გამოიწვია მონაწილეთა შორის, მარათონი 40 000 მონაწილიდან ნაწილი უკვე ნიუ-იორკში ჩავიდა,