ქდმ-მ რიყეზე მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ქდმ-მ რიყეზე მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

რიყის პარკში საკონცერტო დარბაზისა და მუსიკალური თეატრის მშენებლობის  შეჩერების მოთხოვნით „ქრისტიან-დემოკრატებმა „ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

თბილისელების იმ ნაწილს, ვისაც რიყის პარკში ეს ორი მშენებლობა არ მოსწონს საკუთარი ხელმოწერების დაფიქსირება რუსთაველისა და ავლაბრის მეტოსადგურებთან შეუძლიათ.  საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ეს  მშენებლობა არ ჯდება ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახეში.

„დღეს ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებმა ჩვენს მოსახლეობასთან ერთად დავიწყეთ ძალიან მკაფიო პროტესტის გამოთქმა იმ მშენებლობების წინააღმდეგ რაც რიყის პარკში მიმდინარეობს. ეს მშენებლობები თავის არქიტექტურული სახით არის სრულიად ამორფული და შეუსაბამო ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახესთან, რაც საბოლოოდ უკარგავს და საფრთხეს უქმნის ძველი თბილისის იერსახის გაქრობას”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, რიყეზე მიმდინარე მშენებლობების გამო წელს თბილისი "იუნესკოს" დაცული ქალაქების სიაში ვერ მოხვდა.

ზაზა გაბუნია  თბილისის მერს გიგი უგულავას მოუწოდებს  დაუყოვნებლივ  შეაჩეროს რიყეზე მშენებლობები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც მშენებლობებისთვის არის განკუთვნილი, დედაქალაქელებს, მათ შორის სოციალურად