ნოდარ ხადური: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაძლოა, სასტუმრო გაკეთდეს

ნოდარ ხადური: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაძლოა, სასტუმრო გაკეთდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაძლოა, სასტუმრო განთავსდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე ქვეყნის პირველი პირის რეზიდენცია აღარ იქნება, უკვე მიღებულია.

„აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის სასახლეში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს - ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა, თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია“ - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას.