ნიკოლ კიდმანის სკანდალური აღიარება: იძულებითი სექსი ყოფილ მეუღესთან (VIDEO)

ნიკოლ კიდმანის სკანდალური აღიარება: იძულებითი სექსი ყოფილ მეუღესთან (VIDEO)

"მიუხედავად იმისა, რომ ტომ კრუზი ჩემი ქმარი იყო, მასთან სექსის სცენის გადაღება ძალიან მიჭირდა, ეს იძულებითი იყო“- განაცხადა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში, ცნობილმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა, რომელიც სტენლი კუბრიკის ფილმის „ფართოდ დახუჭული თვალების“ გადაღებებს იხსენებდა.

„დაძაბული ვიყავი და ჩემს სექსუალურობას ვერ ვამჟღავნებდი. უამრავ დუბლს ვიღებდით, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. სტენლის დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ტომთან კამერების წინ სექსი მქონოდა, მან ბევრი იმუშავა ჩემზე და ბოლოს მაინც მოახერხა კომპლექსები მოეხსნა. სტენლი არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო“- იხსენებს ნიკოლ კიდმანი.

სტენლი კუბრიკის 1999 წელს გადაღებულ ფილმში „ფართოდ დახუჭული თვალები“ მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და იმდროისათვის მისი მეუღლე ტომ კრუზი ასრულებენ. ბევრმა ფილმის გმირების ცხოვრება, ტომისა და ნიკოლის რეალურ თანაცხოვრებას შეადარა, თუმცა ნიკოლი ამბობს, რომ ეს გავრცელებული ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება და წყვილსი დაშორების მიზეზს ფილმთან საერთო არაფერი აქვს. „ფილმის პერსონაჟების ცხოვრებას ჩვენს რეალურ თანაცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია“- ამბობს მსახიობი.