ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ექსპერტი ვასილ ჭყოიძე გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა.
ჭყოიძის ოჯახის ახლობლები მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, ვასილ ჭყოიძეს რაიმე სახის სერიოზული ავადმყოფობა არ აწუხებდა და მისი გარდაცვალება ყველასათვის მოულოდნელი იყო.