დღეს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ რეზო ალავერდაშვილს დაკრძალავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რევაზ ალავერდაშვილის იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა.
დაკრძალვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.
დნმ-ის ანალიზის შედეგად, მიმდინარე წლის აგვისტოში შესაძლებელი გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების: სერჟანტ ზურაბ გიორგის ძე ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის, გელა ვაჟას ძე თიგიშვილის იდენტიფიცირება.
სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ - სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი - 2006 წლიდან.
მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი და მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული".