უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. საპარლამენტო არჩევნები თეთრმა სახლმა და ჰილარი კლინტონმა უკრაინის „უკან გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასეს.
იულია ტიმოშენკოს განცხადებით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, იმიტომ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ჩატარებული არჩევნები, „სრული ფალსიფიკაციაა“. ყოფილი პრემიერი არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვს.