მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა  ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ  იწურება

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იწურება

 პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა  ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ  იწურება, ხოლო ახალი არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში შედგება.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტის არჩევის ვადები იმავე კონსტიტუციითა განსაზღვრული, რომლითაც ახალი პარლამენტი აირჩა.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-პიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი გაუგებარი მიზეზებით პრეზიდენტის პოსტზე ვადაზე მეტ ხანს რჩება.

„გვინდა ყველას შევახსენოთ,  რომ ეს იგივე კონსტიტუცია და იგივე ვადებია, რომლითაც საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი აირჩა და შეიქმნა ახალი უმრავლესობა და მაშინ შეკითხვები საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით არ დასმულა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.