სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი დოლაბერიძე დაინიშნა

სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი დოლაბერიძე დაინიშნა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი დოლაბერიძე დაინიშნა.

 სამინისტროს ინფორმაციით, დოლაბერიძე საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული, სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და  სპორტის ექსპერტია.

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  უახლოეს დღეებში ლევან ყიფიანი მოადგილეებს და სამინისტროს ახალი მმართველი გუნდის  შეამადგენლობასაც დაასახელებს.