მაია ფანჯიკიძე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში მათი საქმიანობისა შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს.