სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრებიან

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრებიან

 სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან.

 ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საფრანგეთში ვიზიტი ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიწვევით ხორციელდება.

 სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დელეგაციას ნათია იმნაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ვიზიტი 5-დან 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროსა და საფრანგეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ შეხვედრისას განხილული იქნება სასჯელაღსრულების სისტემის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში.

 საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები მოინახულებენ საფრანგეთის პენიტენციური დაწესებულებებს, ასევე გაეცნობიან არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.