დავით ნარმანია „ნიუ-ენერჯის“ საქმიანობის შესწავლას მოითხოვს

დავით ნარმანია „ნიუ-ენერჯის“ საქმიანობის შესწავლას მოითხოვს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, კომპანია "ნიუ ენერჯის" საქმიანობის შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, რადგან ამ დროისთვის "ნიუ ენერჯის" საქმე სამინისტროში არსებულ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს.

"ნიუ ენერჯი" არის ქართული კომპანია რომელსაც სხვადასხვა ტენდერებში მოგებული აქვს სხვადასხვა პროექტები. კომპანია ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა. მას აქვს გარკვეული სამუშაოები ვადაგადაცილებული სახით. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ამ კომპანიას აქვს ბიუჯეტის და კომერციული ბანკის დავალიანება, ასევე აღებული აქვს ვალდებულებები სხვა სამინისტროების მიმართაც. როგორც ჩანს, მას არ გააჩნია რესურსები, რომ ჩვენი პროექტები მიიყვანოს ბოლომდე. ჩვენ ვუგზავნით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს, რათა მან საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს ამ კომპანიის აქტივები და ვალდებულებები", -განაცხადა ნარმანიამ.

კომპანია "ნიუ ენერჯი-თბილისი-საქჰიდრო" ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას აწარმოებდა. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც "ნიუ ენერჯის", სამშენებლობლო კომპანია "თბილისის" და "საქჰიდროს" მიერ დაფუძნდა,საქართველოს ათაწლეულოს ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერის გამარჯვებული გახლდათ.  მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის კომპანიას 8,7 მლნ აშშ დოლარი გამოეყო.