გაფიცული მაღაროელები  ინფორმაციას, თითქოს კომპანიასა და მათ შორის, შეთანხმება შედგა არ ადასტურებენ

გაფიცული მაღაროელები ინფორმაციას, თითქოს კომპანიასა და მათ შორის, შეთანხმება შედგა არ ადასტურებენ

ჭიათურის გაფიცული მაღაროელები შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას ეხმიანებიან.  მაღაროელები კომპანიის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათსა და მუშა-თანამშრომლებს შორის, შეთანხმება შედგა არ ადასტურებენ.

შესაბამისად მათი განცხადებით, ის რომ მაღაროელების უმეტესობამ გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მაღაროელები აცხადებენ, რომ საწარმოს ხელმძღვანელობამ მუშაობის განახლების ინსცენირება მოახდინა და საწარმოში მუშების ფორმაში გამოწყობილი ნათესავები შეუშვა.

მათი თქმით, არც მემანქანეები იყვნენ რეალურები და მათ ნაცვლად მაღარო თავად უფროსობამ აამუშავა.

მუშები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის 25 მაღაროელი მჯდომარე აქციას განაგრძობს, რომელთაგან 15 ქალია.

ცნობისთვის, შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ კომპანიამ მაღაროელთა უმეტესობასთან კონსენსუსს მიაღწია და ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნდნენ.