სარა ჯესიკა პარკერს მუსიკალურ კომედიაში იღებენ

სარა ჯესიკა პარკერს მუსიკალურ კომედიაში იღებენ

სარა ჯესიკა პარკერი მონაწილეობას მიიღებს ტომ ბონის მუსიკალურ კომედიაში „Mixtape“

ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელსაც დედა დაეღუპა, სიკვდილის წინ კი, მუსიკალურ კასეტაზე ჩაწერილი სიმღერების კრებული დაუტოვა.

ფილმის მთავარი გმირი, შემთხვევით ანადგურებს ამ დანატოვარს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ცდილობს გაიხსენოს ეს მელოდიები და რაც შეიძლება სრულად აღიდგინოს მეხსიერებაში თითოეული მათგანი.

პარკერი ფილმში მთავარ, როლს ითამაშებს, თუმცა მას შემდეგ რაც გოგონა იზრდება. ფილმის გადაღებები 2013 წლის თებერვალში იწყება,  თუ როდის გამოვა დასრულებული ნამუშევარი ეკრანებზე ჯერჯერობით უცნობია.