აფრასიძეების ადვოკატებმა სვანეთის სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

აფრასიძეების ადვოკატებმა სვანეთის სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და მალხაზ ჯანგირაშვილმა აფრასიძეების გახმაურებული საქმის განმეორებითი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

აფრასიძეების ადვოკატების განცხადება მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს.

ამასთან, ადვოკატები 2009 წელს ამავე მოთხოვნით შეტანილი განცხადების დაკმაყოფილებას და ამჟამად პატიმრობაში მყოფი გოჩა და შმაგი აფრასიძეების საქმის გადახედვასაც მოითხოვენ.

„ვითხოვთ ამ ომის თუ სპეცოპერაციის ყველა დეტალის გამოძიებას. მოხდა თუ არა მიზანმიმართულად ამ ადამიანების დახვრეტა, ოჯახის დაბომბვა და სრულად განადგურება, ასევე, ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.