გაეროს უმაღლესმა კომისარმა ჩინელებს მოუწოდა მრავალრიცხოვან განცხადებებს გადახედოს, რადგან უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარება და ადამიანის უფლებების დარღვევა, ტიბეტში სოციალურ სტაბილურობას ვერ მოიტანს.
ნავი პილაიმ ტიბეტელებსაც მოუწოდა პროტესტის უმკაცრესი ფორმების-თავის დაწვისგან თავი შეიკავონ, რელიგიურ ლიდერებსკი სთხოვა გამოიყენონ თავისი გავლენა, რათა შემცირდეს ადამიანების მსხვერპლი.
2009 წლის თებერვლიდან, დაახლოებით 62-მა ტიბეტელმა თავის დაწვით სცადა სიცოცხლე დაესრულებინა, 50 შემთხევვა მსხვერპლით დასრულდა. ტიბეტელების განცხადებით, ბუდიზმის ცენტრში ლხასაში წატმოაუდგენელია ყოფნა, რადგან საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჩინელი პოლიციელები პატრულირებენ.
ჩინეთის ხელისუფლება ფულად ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც წინასწარ შეატყობინებს ხელისუფლებას თავის დაწვის მცდელობის ფაქტს.