ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა-მოსამსახურეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, კომპანიის ადმინისტრაციასა და გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკება შედგა.
„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა მოსამსახურეები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია მივიდნენ კონსესუსამდე, რის შედეგადაც, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა-მოსამსახურეთა მეტმა წილმა მიიღო გადაწყვეტილება თავიანთ სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ. ამ ეტაპზე, შუქრუთისა და სტალინის მაღაროებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა დანარჩენ მაღაროებში კი, სადაც აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა გუშინ, უკვე მადნის მოპოვების პროცესი მიმდინარეობს. გუშინდელი დღიდან ყველა კარიერი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. არ მუშაობს მხოლოდ ითხვისის მაღარო“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან ჭიათურის მაღაროების მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.