უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე სხვადასხვა უწყებებისადმი ხარჯების შემცირებას გამოეხმაურა. ხაჩიძე ივანიშვილს დროშების რეცხვის ხარჯების შემცირებას ”ურჩევს” და შესაბამის ტექტს სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ბ-ნო ბიძინა, თურმე საჯარო დაწესებულებებზე აღმართულ, საქართველოს ეროვნული დროშების რეცხვაზე ბევრი „არიელი“ იხარჯება. გარდა ამისა, სარეცხი მანქანების დენის გადასახადიც მძიმე ტვირთად აწევს ბიუჯეტს.
ხომ არ აჯობებდა, დაწესებულების ხელმძღვანელებს დაავალოთ „სარეცხის საპონი“ გამოიყენონ და ხელით ამოჭეჭყონ დროშები, ან სულაც „ქართული ოცნების“ დროშა ვაქციოთ ეროვნულ დროშად, ლურჯია და ხშირად გარეცხვა არ დაჭირდება“, - წერს გოგა ხაჩიძე facebook - ის საკუთარ გვერდზე.